четверг, 18 декабря 2008 г.

გუნდური წერა 2007 წელი

სამტრედიის №2 საჯარო სკოლა











2008 წელი



რედაქტორი VII კლასის მოსწავლე ეკა ბოხუა
ლიტერატურული ხელმძღვანელი ლია თევზაძე
სკოლის დირექტორი თეა კარტოზია
საწავლო ნაწილის გამგე დარეჯან კინწურაშვილი
საინფორმაციო მენეჯერი ვერიკო ჯიჯელავა




აქედანა და შენამდე
,,შევძლებ კი ჩემი ეზო-კარის, ახლობლების, მეგობრების, სამშობლოს გარეშე არსებობას?“ ეს აზრი გიბურღავდა გულს და გონებას, ზღვის ტალღებს ჩაციებით გაჰყურებდი და იქედან ელოდი, თითქოს, ამკითხვაზე პასუხს. ვინ ხარ შენ? აწ უსამშობლოდ, უცხოობაში მყოფი კაცი, გეღირსება კი ოდესმე ისევ დაადგა ფეხი მშობლიურ მიწას? ...იქცევი კი სწორად? მართალ ნაბიჯს დგამ, თუ არა? გარბიხარ, იპარები შენი ქვეყნიდან. არა, არა ხარ მართალი- გპასუხობს შინაგანი ხმა. შენ თუ კაცი ხარ, შენი ხალხის ჭირი და ლხინი უნდა გაიზიარო, შენ კი გარბიხარ, საით?...სად გელიან, სად მიდიხარ, ბიჭო?! რა აზრი აქვს შენს უაზრო მსხვერპლს? იქნებ, იქედან გინდა უფრო მიეხმარო შენს მამულს, შენს ხალხს, შენს ოჯახს, რომელსაც აქ ძალიან უჭირს. არა, არა და არა, ეს მხოლოდ თავის გამართლების მცდელობაა, ეს შენც იცი და ამით მხოლოდ შენს გულს ეურჩები, რადგან თუ კარგად მოინდომებ, აუცილებლად გამონახავ შენს ქვეყანაშიც შენს საკეთებელ საქმეს, საქმეს, რომელიც ხალხსაც და შენს ოჯახსაც სარგებელს მოუტანს. ...უცხო ქვეყნის პორტი და უცხო ხალხი გარშემო, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე? თითქოს უნდა გიხაროდეს რომ გაიარე გზა, შენი მისია შეასრულე, მაგრამ არა. გენატრება, რომ ეს გავლილი გზა კიდევ გაიარო. როგორი ეკალ-ბარდითაც არ უნდა იყოს იგი გასავლელი, მაინც გინდა რომ გაიარო, თითქოს ვერ ძღები სიცოცხლით, დაიღალე მაგრამ გულის სიღრმეში კიდევ გინდა, რომ ბევრი გქონდეს გასავლელი. გინდა ბევრი რამ შეცვალო შენს ცხოვრებაში, ალბათ შენს გასავლელ გზას სულ სხვანაირად გაივლიდი, ბევრ რაიმეს შეცვლიდი შენს ცხოვრებაში.გინდა, რომ გეამაყებოდეს შენი ცხოვრების განვლილი გზა. შენი განვლილი გზა ხომ შენი სიმდიდრეა. გინდა ისე იცხოვრო, რომ გეამაყებოდეს შენი განვლილი გზა , უკან მოხედვის არც გეშინოდეს და არც გრცხვენოდეს.
და აქ შენ დაიბადე, გაიარე პირველი ნაბიჯები და მას შემდეგ მოდიხარ, მოდიხარ ასე გაუთავებლივ, თითქოს აღარ დასრულდება ეს გზა, მაგრამ არა, შენ წარმოიდგინე ის უკვე დასრულდა.... შენ წარმოიდგინე ის გზა სიარულმა დალია.
და ბედნიერია ის, ვისი ცხოვრების გზაც შინაარსიანმა სიარულმა დალია.
,,აგერ თითქოს ქართველს ჰგავს, (აუ, როგორ მომნატრებიხარ ასე უცებ, ჩემო ქვეყანავ!) არა ისეთი სევდიანი თვალები მარტო უცხოეთში მყოფ ქართველს შეიძლება ჰქონდეს... მე ფიზიკურად ვარსებობ აქ უცხოეთში, სული კი იქ არის, ჩემს სამშობლოში...აქედან და შენამდე ძალზე მცირე მანძილი ყოფილა. მაგრამ ამასთან უსაშველოდ დიდი. იქედან არ უნდა წამოვსულიყავი, კურთხეული მიწა ხომ ჩემთანაა!...ღმერთო, უშველე ჩემს საქართველოს!“-ფიქრობ შენ და მართალიც ხარ.
მე მჯერა, რომ ყველა ქართველი მალე ისევ საქართველოში დაბრუნდება. ჩვენი საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ხალხიც ბედნიერი იქნება. მეზობელი დიდი სახელმწიფოები ჩვენ ვერასოდეს დაგვჩრდილავენ, მათი მცხუნვარების ქვეშ ჩვენ არასოდეს დავიფერფლებით. პირიქით, უფრო გავბრწყინდებით, უფრო გავიზრდებით და მალე სხვა ქვეყნებიდანაც უფრო ინტენსიურად ჩამოვა ხალხი აქ სამუშაოდ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენ, ახალგაზრდობამ უნდა შევძლოთ ნარეკლიან გზაზე გავლით ქვეყანა, სამყარო მომავლისაკენ მოვაბრუნოთ. შეუძლებელი არაფერია მისთვის, ვისაც ნებისყოფა აქვს. ჩვენ ხომ ვარსებობთ, ვაზროვნებთ და ეს უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
აქ, ამ მიწაზე, ფუძეზე დგომით, მრავლობდა და ნაშენობდა ჩვენი ბრძენი, ამაყი, ზოგჯერ კი თავმდაბალი ქართული ტომი.
სახელოვანი ერის შვილებს, გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რათა გავუსწროთ მამებს, მაგრამ ეგ არაფერი.... მტერ – მოყვარეს არ ვათქმევინებთ კარგი მამის ჯაბანი შვილიაო!
არაფერი?!... როგორ, განა შეიძლება ამის თქმა?!
არაფერი... ან ყველაფერი, არაფერი ან პირველობა, ჩვენ ხომ ეხლა ამ გზას ვადგავართ, ჩვენ ხომ გვაქვს პრეტენზია პირველობაზე.
ორი ათასი წელიწადი ზედ დაგვცქერის ჩვენ. შერცხვეს ის თაობა საქართველოში , რომელიც ვერ შეიგნებს ამ ორი ათასი წლის სიმძიმეს ან უარი უნდა თქვათ ქართველობაზე.
ჩვენო ერო! ნუ გეშინიათ ნურაფრის, გახსოვდეს ჩვენ ახალგაზრდები, ჩვენი ერის ტანჯვის ჩირაღდნით განათებულნი, არ გიღალატებთ...
მე, როგორც პატარა ქალაქ სამტრედიის მკვიდრს, მჯერა, რომ ჩემი ქალაქიც არ დაიფერფლება ჩვენი სამშობლოს დიდი ქალაქების- თბილისის, ქუთაისის მცხუნვარებით და აქაც დიდი მჩქეფარებით გაჩაღდება ცხოვრება. არც ჩვენ, პატარა სამტრედიელები, არ დავიფერფლებით ცნობილი სკოლების მცხუნვარების ქვეშ და ჩვენს სათქმელს ამ ჟურნალით მოგახსენებთ. ჩვენ ვსწავლობთ პატარა ქალაქ სამტრდიაში, მაგრამ ჩვენს სკოლაში ისეთი პედაგოგები გვასწავლიან, რომ დიდი ქალაქების, დიდი სკოლების მოსწავლეებსაც შეშურდებათ. აქ მიღებული განათლებით არა ერთმა პიროვნებამ გამოიჩინა თავი ქვეყნის მაშტაბით. მჯერა, ეს ჩვენი ჟურნალიც ამის დასტური იქნება.

მასწავებელი ნანა ღირდალაძე
VII კლასის მოსწავლე12 წლის ეკა ბოხუა
ნინო აფრიდონიძე






ყველა მეთერთმეტეკლასელ გოგონას

შენში ჯულიეტამ უკვე გაიღვიძა და ახლა თრთოლვით ელი რაღაც უცნაურთან შენივთებულ ვიღაცას, ამ ბურანიდან რომ ამოგიყვანოს და ამოუცნობი შეგაცნობინოს. ჯერ კი უჩუმრად იმეორებ სხეულში უჩუმრად ჩაღვრილ ჩურჩულს: „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...“.
შენ ხან ერთ სწორ ხაზზე აწყობ ამ სიტყვებს, ხან სამკუთხდად კრავ და ოცნებობ სხვანაირზე, განსაკუთრებულზე, ყველასაგან რომ გამოგარჩევს.
თანაკლასელ ბიჭებს სიცილით მიულოცე 23 თებერვალი და რაღაცნაირი ხაზგასმით თქვი:
_აბა თქვქნ იცით, ჩვენი დამცველები ხართ.
იის სილურჯეში მოვიდა რვა მარტიც და მიმოზის სიცილი მოიტანა თან. მისი ერთად აღნიშვნა გადავწყვიტეთ. ჯერ თქვენთვის ადრეა ქალების დღეო-გითხრა დედამ. მერე მაინც გააკეთეთ ყველაფერი, გულღიად იცინოდით. მორცხვად იღიმებოდნენ მხრებაწეული ბიჭები. რა ვქნათ?- ამბობდა ერთი. უფრო თამამი განუგეშებდათ-ამბობენ, მოპარული ხილი უფრო გემრიელიაო.
საღამოს ისხედით მაგიდასთან დაღლილები, და ბედნიერები.
ზოგიერთი მშობლი მაინც წუხდა, დირექტორმა რომ გაგიგოს? (დამრიგებელმა ყველაფერი იცოდა). ბიჭები იცინოდნენ. რას ბრძანებ, ჩვენ გაგაცილებთო.
ცოტა დალიეს და თავი რა გონიათო?- ფიქრობდი შენ, სუფრიდან გამიყოლილ წითელ ვაშლს ხელში ატრიალებდი და იცინოდი, მოპარულ ხილს რადა ვჭამო.
_შენ მანდ ფრთხილად იყავი, არ იცი აკრძალულის ჭამამ ევას რა დამართაო?- ლამის ყურთან ჩაგრჩულჩულა ვიღაცამ. არავინ იყო. ბიჭები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რას ვერ არჩევდი. იმ ჩურჩულს თუ უსმენდი. ღიმილით შეათვალირე ,,შენი“ ბიჭები, ვერცერთი ვერ გაიმეტე, ნეტავ რისთვის ვერ გავიმეტეო, ფიქრობდი მერე. ჩაგეძინა დაღლილს და ბედნიერს. პირველი ნაბიჯი ქალობისაკენ გადადგმული იყო.
მიჰყვები ჩუმად ადევნებულ ფიქრს და ეფერები დედას, შენი სიცოცხლის სათავეს და ოცნებაში დანახულ პირმშოს, შენი სიცოცხლის გაგარძელებას. ფიქრობ კი, რამდენი უნდა ზიდონ შენმა სუსტმა მხრებმა, რამდენი უნდა შესძლონ შენმა ნაზმა ხელებმა.ემზადები კი ამ დიადი საქმისათვის, მოვალეობა,თმენა და ერთგულება რომ ჰქვია? დაუფიქრებლად ხომ არ გადადგამ ამ უმთავრეს ნაბიჯს ცხოვრებაში, დედობას რომ უნდა გაზიაროს, ყველაზე უტყუარი სიხარულით რომ უნდა გაგახაროს?
არა, შენ იცი ვისი გორისა ხარ, შენ იცი იმ მიწის მადლი, საიდანაც ამოიზარდა შენი ფესვები, შენ იცი რა სტკივა და ახარებს შენს ერს.
ქალობის გზა დაგელოცოს მარადიულო ნერგო სიცოცხლისა, სიყვარულისა და მეგობრობის დიდი ნიჭი გესაგზლოს ცხოვრების ახალ გზაზე.

მასწავლებელი ლია ჯანელიძე
XI კლსის მოსწავლეები 16 წლის 1.ჯემალი ბოხუა
2. ადეიშვილი მიშიკო



მასწავლებელი
ჩვენ მასწავლებლად ის ადამიანი მიგვაჩნია, რომელიც საგანს კი არ გვასწალის, არამედ შეგვაყვარებს. ჩვენი აზრით მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მონიჭებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდანა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს, ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა, ან ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.
ეს რომ ასე არ იყოს, ანბანის ოცდაცამეტი ასო ყველამ ვიცით და ორჯერ ორი ოთხია, ყველა თორმეტფურცლიანი რვეულის ყდაზე წერია.
მასწავლებლობა უდიდესი საიდუმლოს გამხელას უნდა გავდეს, მოძღვარი შეგირდისთვის მისანი უნდა იყოს, მისანი, რომელიც მას ბუნების, კაცობრიობის საიდუმლოს ანდობს.
აი, ასე მესმის მასწავლობლობა...
ასეთი საიდუმლო არა მარტო ქართულს, არამედ ყველა საგანს და მეც-ნიერებს აქვს. რომელიც ადამიანის სულის საწვრთნელად, გონების ასამაღლებლად არის მოგონილი.
აქედან გამომდინარე როგორც მინიმუმი, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს ჩვენი აზრით:
1.უსაზღვოდ უყვარდეს ბავშვები.
2.უსაზღვოდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის.
3.ქონდეს უნარი ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი
უკურნებელი .
4.იყოს უაღრესად თანამედროვე, ქონდეს ცოდვა-მადლისა, ანუ როგორც იტყვიან, სამართლის გაჩენის და მოთმენის დიდი უნარი.
სხვანაირად ყველა მცდელობა იმისა, რომ იყო მოძღვარი, ფუჭია, ყალბი, უშედეგო.
განა ჩვენ ისტორიის მასწავლებელი იმიტომ გვიყვარს, რომ დავით აღმაშენებლის დაბადების წელი გვასწავლა? ანდა ქართულის მასწავლებელი იმიტომ გვიყვარს, რომ წერა-კითხვა გვასწავლა? სკოლაში რომ შევედით, ზოგიერთმა ჩვენთაგანმა კითხვა უკვე იცოდა. ანდა რუსულის მასწავლებელი იმიტომ გვიყვარს, რომ მან მხოლოდ რუსული გვასწავლა? გურული გლეხის არ იყოს, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობს და რაღა ჩვენ შევიქნებოდით ისეთი უნიჭო, რომ ვერ გვესწავლა?
ჩვენ ბიოლოგიის მასწავლებელი იმიტომ კი არ გვიყვარს, რომ მან მცენარეთა ფესვთა სისტემა და ცხოველთა კლასიფიკაცია გვასწავლა, არამედ იმიტომ რომ მან შეძლო ჩემი სულის კარების შეღება გვასწავლა სიკეთის ფასი.
აი, ასეთ ადამიანს ჩავთვლით ჩვენ საყვარელ მასწავლებლად. თუმცა მიგვაჩნია, რომ მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სწორი გზის პოვნაში, ისე კი ძირითად როლს ბუნება თამაშობს. მიწიდან და ჰაერიდან ხე ღებულობს თავისი სხეულის ატომებს, მზე აძლევს მას წვის ძვირფას ძალას, ქარები და გრიგალები ზრდიან მასში მდგრადობას ბრძოლაში. რა შეუძლია მებაღეს შესცვალოს ამ მორუდუნე შრომაში? იგივე როლის შესრულება შეუძლია მოსწავლის აღზრდაში მასწავლებელს.
...მთავარი კი მაინც ის არის, რომ ბავშვებმა სკოლაში როგორც სალოცავ ტაძარში ისე ვიაროთ და იქ გვინდა, რომ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი გვეგულებოდეს.
ცნობილია, როცა არისტოტელეს ჰკითხეს, რა განსხვავებაა განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორისო, ისეთივე, როგორც მკვდარსა და ცოცხალს შორისო, უპასუხია.
ალექსანდრე მაკედონელმა უკვდავყო არისტოტელეს სახელი,როგორც პედაგოგისა: ,,მე არისტოტელეს მამაჩემის გვერდით ვაყენებ, რადგან მამამ თუ სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ მომცა ის, რითაც სიცოცხლე ფასდება“
ძვირფასო მსწავლებლებო, გისურვებთ თქვენს მოსწავლეებსაც იგივე გვეთქვას თქვენზე, ხოლო თქვენ მათთვის დაუზოგავად მიგეცეთ ის, რითაც სიცოცხლეს სილამაზე და სიხარული ენიჭება. ის , რითაც ფასობს ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე.

მასწავლებელი ლია ჯანელიძე
XI კლსის მოსწავლეები 16 წლის 1.ჯემალი ბოხუა
2. ადეიშვილი მიშიკო
3. ფრანგიშვილი სალომე




გაზაფხული
მოვიდა გაზაფხული, მისი უბადლო სილამაზითა და სურნელით. იმძლავრა მზემ, ირგვლივ მოჰფინა თავისი მცხუნვარე სხივები და გული გაუთბო დედამიწას. მიწა ხავერდივით
ნაზი ბალახით დაიფარა, ხეებმა და ბუჩქებმა კვირტები სწრაფად გაშალეს და მწვანედ
შეიმოსნენ, ტყემლისა და ალუბლის ხეები თეთრად გადაიპენტნენ, ხოლო ატმები ვარდისფრად აელვარდნენ. ირგვლივ ნაზი, სუნელოვანი და დამათრობელი სუნი ტრიალებს. სისხამ დილით როცა ბალახზე ცვარი აკიაფდება, ხოლო ცელქი სიოს გამოიქროლვაზე ნორჩი ფოთლები ერთმანეთს ჩურჩულით ბედნიერი დღის გათენებას მოულოცავენ, ამ დროს ფრინველთა ხმაშეწყობილი მელოდიები სიცოცხლეს მის სადიდებელ ჰიმნს უძღვნიან.
გაზაფხული მოვიდა ყველგან: ტყეში, ველ-მინდვრებზე, ბაღ-ბოსტანში, სოფელში, ქალაქში, ჩემს ლამაზ საქართველოში.

II კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჯიმშელეიშვილი
II მოსწავლეები 8 წლის: 1. ელენე სტურუა
2. რომან ადამია
3. საბა ზამბახიძე
4. თათია ხაჟალია
5. თამარ კოპალეიშვილი.



ჩემი მასწავებელი.

სკოლაში წასვლა ბავშვებს მეტნაკლებად უხარიათ. სკოლაში წასვლა მაშინ არის კარგი და სახალისო, როდესაც იქ დაგხვდება კეთილი და სათნო მასწავლებელი.
ჩვენი ნათელა მასწავლებელი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელია მთელ მსოფლიოში. ის ბავშვებზე ფიქრით ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. ჩვენ, ბავშვები ამ სიყვარულს უთქმელადაც ვგრძნობთ, როდესაც ჩვენი მასწავლებელი კლასში შემოვა და სრული დასწრებაა, უხარია და კმაყოფილია, რომ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ, ერთი გადმოხედვითაც იგრძნობა ის დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც მასწავლებელმა იმ დღეს უნდა გვიწილადოს, თავისი ენერგიული მუშაობით.
მისი დიდი სურვილია ყველამ კარგად ვისწავლოთ და ბევრი ვიცოდეთ, გვიყვარდეს წიგნი, ის ისე ლამაზად ხსნის ახალ მასალას, თითქოს ყველაფერი აქ და ახლა ხდება, არ შეიძლება არ უსმინო და არ მოგეწონოს, არ დაგაინტერესოს.
ზოგჯერ (არის შემთხვევა) ბავშვები ჯგუფში ვცელქობთ, ჩემს მასწავლებელს ხასიათი უფუჭდება და ბრაზდება, თუმცა ამ დროსაც პოულობს გამოსავალს. ზოგჯერ აგვყვება თამაშში, ზოგჯერ ისეთ საინტერესო ამბავს მოგვიყვება, რომ სულგანაბული ვუსმენთ და დამნაშავეებიც ვხვდებით დანაშაულს და წყენაც ქრება.
ამა თუ იმ საგნის სიყვარულიც მასწავლებელზეა დამოკიდებული. მისი გადმოცემა ისეთი საინტერესოა, რომ ამ დროს შედიხარ იმ სამყაროში და სხვა ირგვლივ არაფერი არ არსებობს, უსმენ და ტკბები, გინდა კიდევ მეტი მოგიყვეს და მისი ყველა ცოდნა შენ თავში ჩადოს. ეს მას ძალიან კარგად გამოსდის.
ჩვენ ვისურვებდით სკოლის დამთავრებამდე გვყავდეს ასეთი თბილი, მოსიყვარულე და ენერგიული მასწავლებელი, რომელიც მთელ თავის ცოდნას ჩვენ მოგვახმარს, რათა გავიზარდოთ ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილები.
გავხდეთ ისეთი კარგები, რომ ჩვენი ქცევით და ცოდნით ვასახელოთ სამშობლო.

II კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჯიმშელეიშვილი.
II კლასის მოსწავლეები 8 წლის : 1. ანი ანთიძე
2. მარიამ სხილაძე
3. რამაზ ზურაბიანი
4. თამაზ გოგიშვილი
5. მარიამ აბრამიშვილი
6. რომან კალაძე



ერთი ფოთლის ბედი

წავიდა ბარაქიანი შემოდგომა. მწიფე ნაყოფისაგან დაცარიელებულ ხეებს მხოლოდ ფოთლები შერჩათ. ამინდმა ზნე იცვალა. გახშირდა წვიმა, ქარი. მზის სხივებს მცხუნვარება მოაკლდათ. შემოდგომის ფერებმა უკან დაიხიეს, გაუფერულდნენ, გამოხუნდნენ. ფოთლებმა ცვენა დაიწყეს. ზოგი წყალს მიჰქონდა, ზოგი ქარმა გაიტაცა, ზოგი მიწას დაეკრა, ზოგი რომელიღაც ცხოველის ბუნაგში თუ ფუღუროში აღმოჩნდა.
ერთი ფოთოლი შერჩა გაძარცვულ ხეს. ფერი უკვე დაჰკარგოდა, საცოდავად გამოიყურებოდა. ერთ დღეს დაუბერა ქარმა, მთელი ძალით მიაწვა ხეს. ხე ებრძოდა შიშველი ტოტებით, ფოთოლი არ ემეტებოდა დასაკარგავად. ვერ გაუძლო ფოთოლმა ქარის ქროლვას და თან გაჰყვა. იფრინა, იფარფატა. ბევრი ნახა ფოთოლმა მასავით მშობლიურ ხეს დაცილებული და ბედის ანაბარა მიტოვებული. ბოლოს წყაროსთან დაეცა. გაუხარდა. იფიქრა-წყალი სიცოცხლეს გამიხანგრძლივებსო და წყაროს დინებას მისცა თავი. ატარა წყარომ ფოთოლი. ხან ციბრუტივით ატრიალებდა, ხან აკვანივით არწევდა. ფოთოლიც გაერთო, ცეკვა-ცეკვით მიჰყვებოდა წყალს. დიდხანს არ გაგრძელდა მხიარულება. წყალში გადმოშვერილმა ტირიფის ტოტმა შეაჩერა ფოთოლი. ისევ დაღონდა, დადარდიანდა. ამ დროს ნაზმა ხელმა ამოიღო იგი წყლიდან. ოქროსფერთმიანმა გოგონამ სხვა ლამაზ ფოთლებს ისიც მიამატა. იმედი მიეცა, როცა სხვა ფოთლების მხიარულ სახეებს შეხედა.
პატარა გოგონას ფოთლების ლამაზი თაიგული მიჰქონდა შინ, როგორც შემოდგომის ტყის ნობათი.

II კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჯიმშელეიშვილი

მოსწავლეები 8 წლის : 1. ანი კაცაძე
2. ლაშა რუხაძე
3. ქეთევან თევზაძე
4. საბა თვალავაძე
5. გიორგი დვალიშვილი
6. მარიამ გრიგოლია


რეფორმა კლასში


№2 საჯარო სკოლის II კლასში დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესის სწორად , საინტერესოდ და მაღალ დონეზე წარმართვას. აქ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა დაბალანსებული და მეგობრულია. კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჯიმშელეიშვილი ცდილობს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვებთან. თავის მხრივ კლასი გამორჩეულად საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამო – აქ პატარა მინისტრებები სწავლობენ.
რას ნიშნავს პატარა მინისტრებები?
როგორ მოხვდნენ ისინი კლასში ან რა ევალებათ ამ პატარა მინისტრებს?
ჩვენს კლასში შესვლა ბავშვებს ძალიან გვიხარია, ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება. მასწავლებელი თვლის, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია თავიდანვე მიეჩვიოს პასუხისმგებლობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ გვიყვარს პატარებს დიდების როლში ყოფანა, ამავე დროს ცნობილი სახეების განსახიერება, ადვილი გასაგები იქნება როგორ სწრაფად შეესხაფრთები ნათელა მასწალებლის იდეას კლასში ყოფილიყვნენ პატარა მინისტრები, მათ გაეზიარებიათ კლასის პრობლემები და მასწავლებელს დახმარებოდნენ სკოლის ცხოვრების ლამაზად წარმართვაში. ჩვენი აზრით იდემ გაამართლა. კლასში 22 მოსწავლიდან 8 მინისტრია: განათლები, კულტურის, იუსტიციის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, გვყავს ასევე ბავშვთა უფლებების დამცველი და გენერალური პროკურორი.

II კლასის ხელმძღვანელი ნათელა ჯიმშელეიშვილი

მოსწავლეები 8 წლის: 1. ნია ხურცილავა
2. გიორგი გაგუა
3. ეკა სანიკიძე
4. მარიამ წიკლაური
5. მარიამ ფხაკაძე






წიგნი
წიგნს მე ცოდნის კიდობანს დავარქმევდი, რომელშიც არის ლამაზად ჩაწყობილი ცოდნის სიბრძნის და გამჭრიახობის მარგალიტები წიგნები ახალგაზრდებს ამცნობს საქართველოს უძველეს კერას მცხეთას, ქართლის დროშის შარიშურს და წინაპართა გმირულ საქციელს.
მასში თითოეულ სიტყვას ოქროს წონა და ფასი აქვს.იგი ადამიანთა საუნჯე დაცოდნის სალაროა. წიბნის ფურცლებზე ამოძერწილია ქართული ანბანი, რომელიც უკვდავების წყალივით ჟონავს სტრიქონებიდან. იგი მკითხველს ფერად ფერად სურათებს გადაუშლის, საზოგადოებაში მზესავით კიაფობს. ჟამთა ცვლა და დროის მტვერი ვერაფერს აკლებს ,,ანბანთა სახლს,, წიგნს.იგი დამარცვლილი მძივივით მძივივით მოუთხრობს თაობიდან თაობას ქართველთა ადათ წესებს და ტრადიციებს.
წიგნს მე ვუწოდებ ღმერთს,რომელიც სწვდება ადამიანის ცნობიერებას და სულიერ სისპეტაკეს უღვივებს,დარაჯობს მის სულს და მკვიდრდება მასში.
ვერ გეტყვით,კარგია თუ არა ჩემი ნააზრევი,მაგრამ იმას კი ვიტყვი,რომ სიმართლისათვის არ მიღალატნია და რაც მიყვარს იმაზე დავწერე.
მასწავლებელი ლია თევზაძე
IX ბ კლასის მოსწავლე 15წლის
1. ნინო ჯანელიძე
2. მაგდა ახალაძე
3. გრიგოლია ლუარა




რა რჩება ამ ქვეყნად ადამიანისაგან
მისი სიკვდილის შემდეგ?
ყველა ადამიანმა ცხოვრების მანძილზე უნდა იფიქროს, ისე განვლოს
თავისი სიცოცხლე, რომ შთამომავლობამ წყევლით არ მოიხსენიოს მისი
სახელი. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ხალხის უმრავლესობა არც კი ფიქრობს მომავალზე. მხოლოდ აწმყოთი ვსულდგმულობთ და ისე მივყვებით ცხოვრების დინებას. ეს კი ადამიანთა ძალიან ცუდი თვისებაა. იგი თავისი გაურკვეველი მდგომარეობიდან გამომდინარე არცკი ფიქრობს თუ რა სასიკეთო საქმე იქნება მის მირ ჩადენილი. მარტო ხანგრძლივი ცხოვრება არაფერი სიკეთის მომტანი და სიამის მომნიჭებელია ადამიანისათვის.ყველა ქართველი მართმადიდებელია და ეს სარწმუნოება მას ავალებს აკეთოს ხალხისათვის სასარგებლო საქმე:- დაიცვას მამული, დაეხმაროს გაჭირვებულს და ობოლს, იხსნას ხეიბარი პრობლემებისაგან, რომლებიც ასე უხვადაა დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში.
ზოგჯერ ბრბო იტყვის:-მოკვდა, დამარხავენ და აღარაფერი დარჩაო?
მაგრამ ეს ასე არ არის, თუ ადამიანმა საზოგადოებრივ სასარგებლო
საქმეების კეთებაში,რაღაც მარცვალიც კი ჩადო, იგი დავიწყებული და შეუფასებელი ადამიანებს არ დარჩება. მათი ხსოვნა ყოველთვის იქნება
ხალხის გულში.
ასე, რომ ცხოვრება ერთი წამია, ყველამ უნდა ეცადოს იჩქაროს და
აკეთოს სიკეთე!
მასწავლებელი ლია ჯანელიძე
Xiაკლასის მოსწავლეები 1. ვანო ტაბიძე
2. გივი ჯულაყიძე



წვიმა
ჩანახატი
ისეთი დილა გათენდა, თითქოს არ უნდა გაწვიმებულიყო. ძალიან ცხელოდა, მერე ლურჯ ცაზე გუნდ-გუნდად წამოვიდა ღრუბლები, რომლებიც ლამაზ ფიგურებს ხატავდნენ ცაზე, მერე მზეც დაიფარა და წვიმა წამოვიდა, გააგრილა ირგვლივ ყველაფერი. მიწას ოხშივარი აუვიდა, წვიმის წვეთები ხმაურით ეცემოდნენ სახურავებს.
წვიმის წვეთებმა თითქოს სული გააფხიზლეს. გარეთ გამოვედი და ხელებგაშლილი ვუშვერდი მკლავებს წვიმას. სარაფანი ტანზე მიმეტმასნა, თითქოს მეც საზრდოს ვღებულობდი ისე, როგორც მცენარეები. აკი უთქვამთ კიდეც ,, 9 მაისის წვიმაო - თმები კოჭამდინაო.“
და დაიბანა მზემაც პირი, გამოფხიზლდა ადამიანები, სული მოითქვა მცენარეებმა და მიწამ. ბავშვები ტყეში შევედით მაყვლის საკრეფად. მერე წვიმის წვეთები ვიგრძენი ტანზე. ბავშვები ავხმაურდით, დიდ ხეს შევეფარეთ, წვიმა კი გადაღებას არ ფიქრობდა. მერე გრგვინვაც დაიწყო. დიდი კაკლის ხე უკვე ვეღარ გვფარავდა. მართალია არ მციოდა, მაგრამ თითქოს მეშინოდა. ნელი, აუღელვებელი ნაბიჯით მივდიოდი წვრილ ბილიკზე. უცებ შევჩერდი, უცნაური აღელვება ვიგრძენი, დავიხედე და...დავინახე ფოთოლი. მასში იგრძნობა ბუნების ძალა, ფოთოლი ხომ, თითოეული ხის ნაწილია. დავიხარე, ავიღე – ეს პაწაწინა და სათუთი არსება. ფოთოლი - ადამიანის თვალს მივამსგავსე, რომელსაც ნატანჯი გამომეტყველება ჰქონდა, ოქროსფრად იყო მორთული თვალების გარსი. დიდხანს, დიდხანს ვერ ვაშორებდი თვალს, თითქოს მის ლაპარაკს ვგრძობდი და ვხვდებოდი, იმასაც რომ მას ჩემგან უნდოდა მიეღო ის სიყვარული, რომელიც აქამდე ასე ძლიერ აკლდა. ეს სევდა გამოწვეული იყო იმისგან რომ, იგი თავის დედას – ხეს მოშორდა.ჩემს გულში ოცნების ტევრი დაეცა, შემეცოდა ძლიერ ფოთოლი . უცებ მან სევდიანი ღიღინიც კი წამოიწყო: „ მე ხომ ნორჩი ფოთოლი ვარ, ხეს მოვწყდები სევდიანად და ვეშვები მიწისკენ.... ჩემი დედა არის ხეო, მას არ მინდა დავშორდეო“ ეს რომ თქვა, ცრემლები წამოგვცვივდა მეც და მასაც, მე ვიფიქრე-რა კარგია ფოთოლი რომ არ ვარ-მეთქი და ძალიან შემეცოდა სითბოსა და სიყვარულის გარეშე, სევდის ამარა დატოვებული და მიგდებული ფოთოლი.. უკან წვიმაში წამოვედით, გზა და გზა მაინც ვკრეფდით მაყვალს. ტყის ბილიკით არ მოვდიოდით, უფრო ბალახს მოვყვებოდით , ფეხზე ტალახი რომ არ მოგვდებოდა.
ბავშვები ჟრიამულით მივდიოდით ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, გვიხაროდა, რომ არავინ გვიშლიდა ტყეში სიარულს.
წვიმამაც თითქოს ბოლოჯერ გაიბრძოლა, წვიმის წვეთები გადმოაყარა დედამიწას და შეჩერდა. შეჩერდა და დაგვიტოვა ფოთოლზე დარჩენილი წვიმის წვეთები, რომლებიც მზის გამოსვლისას ბრილიანტებივით კიაფობდნენ.

მასწავებელი თეა გაგუა
IX კლასის მოსწავლე14 წლის კაცაძე ეთუნა
ართქმელაძე თორნიკე
შენგელია ნატო





ჩემი მეგობარი

მე უამრავი ამხანაგი მყავს, მაგრამ მეგობარს რაც შეეხება ერთი...ახლა
მასზე არ მინდა თქვენთან საუბარი. მე ჩემს ოთხფეხა მეგობარზე, სახელად “რიჟიკა“-ზე უნდა გესაუბროთ.
სახელიც განსაკუთრებული ჰქვია და შესახედაობითაც მაშინვე თვალში მოგხვდებათ, მისი უცნაური, წითელი ფერის გამო. იგი ლამაზი, ჭკვიანი, ნებიერი ოთხფეხია... ნებიერია მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ კიდევ პატარაა, სულ რვა თვისა, ძაღლებზე კი ამბობენ რომ რვა თვისა ჯერ ლეკვია, ”უჭკუო“ ლეკვი, რომელიც პატარა ბავშვივით დახტის, ხშირად იპარავს კარებთან ფეხსაცმელებს, ცოცხს, იატაკის ჯოხს და თქვენ წარმოიდგინეთ მეზობლის ქოლგასაც.
კი... მე იგი მაინც მიყვარს. მარტო ის რად ღირს სკოლიდან ზოგჯერ უხასიათოდ დაბრუნებისას რომ მხიარულად შემეგებება და თუნდაც დამსვრის კიდეც, შეჰყეფს, შემიოვლის მთელ ეზოს და ისევ ჩემთან გაჩნდება... ჭამის დროს,
დასკუპდება ჩემი სამზარეულოს კარებთან და ქვევიდან ამომძახებს:
_ჰავ, ჰავ,მეგობარო! რატომ აყოვნებ?! ჩქარა მეც გადმომიგდე ერთი ნაჭერი ან თუნდაც ძველი მჭადის ნატეხი, თორემ შიმშილით მოვკვდი პატარა ძაღლიო.
ყველაფერი, ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რიმ ხშირად მაბრაზებს იგი მაინც ჩემი განუყრელი და საყვარელი მეგობარია...
გიკვირთ?! - ეხ, მერე რა, რომ ძაღლია ,?
ძაღლებსაც (ზოგჯერ სამწუხაროდ ადამიანებზე მეტადაც კი) შეუძლიათ იყვნენ ერთგულები, კარგი მეგობრები.
მასწავებელი ნინო ლოლაძე
VII კლასის მოსწავლე 12 წლის ეკა ბოხუა
ნინო აფრიდონიძე





ჟუჟუნა, წკაპუნა,შხაპუნა, დოქისპირულა და კოკისპირულას ამბავი
იყო ხუთი მეგობარი: ჟუჟუნა, წკაპუნა, შხაპი, დოქი და კოკა. ალბად მიმიხვდით ხუთივე წვიმის წვეთი იყო. ყველას ძალიან მოსწონდა თავისი სახელი და ხშირად დაობდნენ, მე უფრო ლამაზი სახელი მქვიაო. ჟუჟუნამ ბრძანა: მე მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და სულ წკაპუნით მოვდივარ.
შხაპუნამ ბრძანა: ჩემს გამოჩენაზე ბავშვები სულ გარეთ გამორბიან და სიხარულით მეგებებიანო.
კოკისპირულამ ბრძანა: თუ სადმე მდინარეა ადიდებული, ყველა ჩემი დამსახურებააო.
უეცრად ძლიერი ჭექა-ქუხილი გაისმა,შემდეგ გრგვინვაც დაერთო და ხუთივე მეგობარი გაიტრუნა.
ცა გაიხსნა და განრისხებულმა ღრუბელმა გადმოსძახა:განა არ იცით თქვენი საქმე, ტყუილად რატომ ცდებით? მეგობრებს შერცხვათ და მაშინღა დაიშალნენ. ჩვენ ხომ ღრუბლის გარეშე ვერც დავიჟუჟუნებთ, ვერც გავწკაპუნდებით, ვერც ავშხაპუნდებით. დოქისპირული და კოკისპირული წვიმაც ხომ ღრუბლის სურვილზეა დამოკიდებული.
უეცრად ცისარტყელამ გამოანათა. მეგობრები ცისარტყელის ფერებს ამოეფარნენ.

სამტრედიის N2საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლე ბელა ნუცუბიძე


გაცნობა წვიმიან დღეს
მთელი დღე წვიმდა. ეკლესიაში წირვისა და გალობის ხმა ისმოდა. ეკლესიაში მყოფნი მღვდლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებდნენ და პირჯვარს იწერდნენ. მხოლოდ ერთი ფერმკრთალი, ლამაზი და ცისფერთვალება გოგონა იყო ხალხისაგან გამოყოფილი და მუხლმოდრეკილი ჩუმად ლოცულობდა. მას ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და ხელი უკანკალებდა.ის დილიდან ტაძარში იყო და ყოველდღე ადრე მოდიოდა. უეცრად ეკლესიაში შემოვიდა მაღალი, შავთვალება, ჯინსებში ჩაცმული ბიჭი. ცხვირი მაღალყელიან ზედაში ჩაეყო და თავზე ტყავის ქუდი ეხურა. ეტყობოდა, წირვაზე დააგვიანდა და ამიტომ სწრაფად აანთო სანთელი და შეუდგა ლოცვას.
მღვდელმა წირვა დაამთავრა და მრევლი დალოცა.
ახლადშემოსულმა ბიჭმა მხოლოდ ახლა შენიშნა განმარტოებით მდგარი გოგონა. გულში რაღაც უხილავმა გრძნობამ გაუელვა და გოგონასთან მივიდა.
გაოცებულმა გოგონამ მიაპყრო დიდრონი თვალები ვაჟს.
____ თქვენი სახელი თუ შეიძლება?
___ ჩემი? ჩემი სახელია სალი.
___ ჩემი კი ზაზა.
ზაზამ სალის ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და გაეცინა.
____ასე მგონია ერთმანეთთან რაღაც უხილავი ძალა გვაკავშირებს.
____არა მგონია, მე თქვენ არ გიცნობთ!
___შეიძლება, რაღაც გითხრათ?
-____რატომაც არა?!!
___მინდა გითხრა, რომ შენ, სალი, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.
___დიდი მადლობა.მაპატიე, ძალიან მეჩქარება,უნდა წავიდე.
___კარგი ,წადი, მაგრამ შემპირდი, რომ ხვალ აქ ისევ მოხვალ.
___დიახ, ხვალაც მოვალ, - თქვამ სალიმ და წავიდა .
მთელი ღამე ზაზა სალიზე ფიქრობდა , სალი კი ზაზაზე. მართალია , მათ დღეს გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ, მგონი, ეს გაცნობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა.
მეორე დღეს, სალი და ზაზა კვლავ ტაძარში შეხვდნენ ერთმანეთს. ლოცვის შემდეგ ქალი-ვაჟი ყვავილების მაღაზიაში შევიდა. ზაზამ ორი ულამაზესი ვარდების თაიგული ამოარჩია .ერთი სალის უძღვნა, ხოლო მეორე კი თავად დაიტოვა . ზაზა და სალი მანქანაში ჩასხდნენ. მანქანა დაიძრა. არცერთს ხმა არ ამოუღია. მანქანა მიუახლოვდა ნაძვნარში ჩაფლულ სასაფლაოს.
___აქ რა გვინდა? იკითხა სალიმ.
___წამოდი!
ორივე მიუახლოვდა ახალგარზდა გოგონას ლამაზ საფლავს. ზაზას თვალებიდან დიდრონი ცრემლები წამოსცვივდა და საფლავზე ვარდთა თაიგული დადო.
___ეს, სალი ჩემი შეყვარებული იყო. მას მანქანა დაეჯახა და მოკვდა. იცი? მასაც სალი ერქვა? როცა კვდებოდა შემევედრა, რომ ჩემი გულის სწორი მის საფლავთან მიმეყვანა.
უცებ წვიმა წამოვიდა. ქვაზე დახატული ლამაზი გოგოს თვალებზე წვიმის წვეთები მარგალიტებად დაეკიდა.
ბევრი ტირილის შემდეგ ზაზა და სალი ჭიშკრისაკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
ჭიშკართან ზაზამ სალი შეაჩერა და უთხრა:
___კარგია შენ რომ გიპოვე. არ მეგონა თუ ვინმე ცხოვრების გზისკენ მომახედებდა. ალბად, ეს შეხვედრა ჩვენი ბედისწერა იყო. ჩემთვის მთავარია ჩემთან შენი ყოფნა. სალი , ძალიან გთხოვ , უარს ნუ მეტყვი. მინდა გავბედო და გითხრა : „მე შენ მიყვარხარ“... და თვალი თვალში გაუყარა.
XIა კლასის მოსწავლე ლელა თევზაძე